2023 წლის 11-12 დეკემბერს ავიცენა-ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო პირველ საერთაშორისო კონფერენციაში “მესამე მისიის როლი უნივერსიტეტებში - ადგილობრივი და გლობალური პერსპექტივა“. კონფერენცია გაიმართა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ინსტიტუციური განვითარების პროექტის „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“ (SQUARE) ფარგლებში. კონფერენციაზე მესამე მისიით დაინტერესებულმა მხარეებმა გამართეს დისკუსიები ისეთი თემების შესახებ, როგორიცაა მე-3 მისიის გამოწვევები უნივერსიტეტებში, უნივერსიტეტის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლობა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს როლი უნივერსიტეტის მისიის გაძლიერებაში, უნივერსიტეტისა და მრეწველობის თანამშრომლობა, გარე ხარისხის განახლებული სტანდარტები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მესამე მისიის შეფასებასთან დაკავშირებით, ინსტიტუციური პოლიტიკა და პრაქტიკა.
11
დეკ